ღონისძიების „სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ მიზანია სასოფლო - სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდით სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის წარმოების განვითარების ხელშეწყობა.
პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების მიღება შესასაძლებელია შემდეგ კომპონენტებში:
მემცენარეობის მიმართულებით - ერთწლოვანი კულტურების წარმოება და ახალი მრავალწლოვანი სასოფლო - სამეურნეო კულტურების გაშენების კომპონენტში ფინანსდება სოფლის მეურნეობის ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებები 0.1 ჰა ფართობიდან. ამასთან, პროექტის ასევე საქონლის საბაზისო ღირებულების - არაუმეტეს 70%, ამასთან არაუმეტეს 40,000.0 ლარი.
მრავალწლოვანი სასოფლო - სამეურნეო კულტურების გაშენების მიზნით ნერგის შესყიდვა უნდა განხორციელდეს ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო“-ს სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ჩართული სანერგე მეურნეობებიდან ან მათი იმპორტირებით.
მეციტრუსეობის მიმართულებით თანადაფინანსდება ბაღის გაშენება / განახლებისთვის საჭირო სარგავი მასალის შესყიდვა ფინანსდება - არაუმეტეს 80%-ით (ამასთან (ა)იპ „აგროსერვის ცენტრში“ შესყიდული ნერგი არ ფინანსდება, თუმცა თანადაფინანსების ყველა პირობა ვრცელდება).
ბოსტნეული კულტურების წარმოებისთვის (მხოლოდ ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“ - ს მიერ წარმოებული ჩითილების გაადგილების შემთხვევაში) საჭირო ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებების შესყიდვა - არაუმეტეს 70%.
200 კვ.მ და მეტი ფართობი სასათბურე მეურნეობისთვის თანადაფინანსდება სასათბურე მეურნეობის აღჭურვილობა (ფირი, გათბობა - გაგრილებისა და ირიგაცია - ფერტიგაციის სისტემები, კლიმატის შემქმნელი დანადგარ - მოწყობილობები (ბიოგაზის დანადგარი,მზის პანელები) და სხვა, გარდა სასათბურე კონსტრუქციისა (კარკასი)). საბაზისო ღირებულების - არაუმეტეს 70%, თუმცა არაუმეტეს 40,000 ლარი.
კარტოფილის (ელიტა, პირველი და მეორე რეპროდუქციის) წარმოებისთვის - არანაკლებ 0.2 ჰა მიწის ფართობზე (მხოლოდ ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებისთვის) საჭირო ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებების შესყიდვა - არაუმეტეს 70%, ამასთან არაუმეტეს 40,000 ლარი.
არსებული მრავალწლოვანი სასოფლო - სამეურნეო კულტურების ბაღების მოწყობის მიზნით თანადაფინანსდება ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებების შესყიდვა საბაზისო ღირებულების - არაუმეტეს 70%, თუმცა - არაუმეტეს 20,000 ლარი.
5 000 კვ.მ და მეტ ფართობზე გაშენებული თხილის ბაღისთვის თანადაფინანსდება მეურნეობის შესაბამისი თხილის სარჩევი, საკრეფი და სატეხი საშუალებების შესყიდვა.
გაშენებული ვენახის ბაღისთვის თანადაფინანსდება სახლის ღვინისა და სპირტიანი სასმელების წარმოების საშუალებების შესყიდვა, შემდეგი თანადაფინანსების ლიმიტებით:
1 000 კვ.მ - 2 500 კვ.მ ფართობამდე - არაუმეტეს 5 000 ლარი;
2 500 კვ.მ და მეტი ფართობისთვის - 10 000 ლარი.
მეცხოველეობის მიმართულებით თანადაფინანსდება მეურნეობის შესაბამისი წარმოება / შენახვა / გადამუშავება / შეფუთვა / რეალიზაციისთვის საჭირო ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებები - არაუმეტეს 70%, არანაკლებ 500 და არაუმეტეს 40,000.0 ლარი, გარდა აღნიშნულისა:
მეფუტკრეობს მიმართულებით თანადაფინანსდება მეურნეობის შესაბამისი წარმოება / შენახვა / გადამუშავება / შეფუთვა / რეალიზაციისთვის საჭირო ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებების შესყიდვა საბაზისო ღირებულების არაუმეტეს 70%, არანაკლებ 500 და არაუმეტეს 10,000 ლარი.
ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებების მიმართულებით
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია:
პროგრამა ხორციელდება აჭარის რეგიონის მაშტაბით.
პროგრამის ფარგელბში განაცხადების წარდგენის პერიოდი : 09.02.2026 - 06.03.2026
განაცხადების წარდგენა შესალებელია შემდეგ მისამართებზე :
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს :